04:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 12:58:46, 723 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი - საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ.

კალიურანდის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 89% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და ამიტომ, მთავრობის მხრიდან „ისტორიული შანსი მალე უნდა იქნას გამოყენებული“.

„დარწმუნებული ვარ, რომ იცნობთ ევროპარლამენტის ორ რეზოლუციას მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევაზე საქართველოში და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 89% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეებისთვის. არსებობს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა და არ ვიცი, როდემდე იქნება ღია. შეიძლება, მალე დაიხუროს და ამიტომ, ისტორიული შანსი მალე უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ არ ვცდილობთ მფარველობა გაგიწიოთ, ჩვენ ვართ მეგობრები და ვლაპარაკობთ, როგორც პარტნიორები“,- განაცხადა კალიურანდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics