|
2023-06-06 17:07:28, 1118 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კახოვკის აფეთქებაზე - EU-ს და სხვებს მოვუწოდებთ, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად
ჩვენ მოვუწოდებთ, ევროკავშირსა და სხვებს, რომლებსაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას. პაპუაშვილის თქმით, კახოვკის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. "კახოვკის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, რომლებსაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად",- წერს პაპუაშვილი. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს. უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)