05:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 14:00:37, 808 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მოლდოვაში იყო 45 ლიდერი, 5-6-მა ნახა ზელენსკი - ხელის ჩამოსართმევად რიგი არ ყოფილა

იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში გამართულ ევროპის პოლიტიკურ ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უთხრა, უკრაინის პრეზიდენტთან "ხელის ჩამოსართმევად რიგი არ ყოფილა"

"ძალიან მარტივად იყო საუბარი. თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა იქ განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა ან 6-მა ნახა ზელენსკი, 10-მა მაქსიმუმ და ეს იყო, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვას, რას იზამდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გასაუბრების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, პრემიერმა უპასუხა, რომ "ჩვეულებრივად მიესალმებოდა".

შეგახსენებთ, მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ევროპის პოლიტიკური ფორუმი 1-ელ ივნისს გაიმართა. ფორუმში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics