|
2023-06-06 12:25:48, 721 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში - უკიდურესად პანიკის ნიშანია
რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში, ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის მოვლენებს დააჩქარებს. "რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს",- წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)