|
2023-06-06 10:45:31, 1482 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - რუსეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა ომში ფსონები აამაღლოს
კახოვკის ჰესის განადგურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანური და ხელოვნური კატასტროფაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს. ერმაკის თქმით, რუსეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა ომში ფსონები აამაღლოს. "კახოვკის ჰესის განადგურება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანური და ხელოვნური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელიც კლავს გარემოს და უარყოფითად იმოქმედებს ასობით ათასი ადამიანის ცხოვრებაზე მომდევნო წლებში. თავდაცვითი ძალების წინსვლის შეჩერების, დამარცხებისა და სირცხვილის თავიდან აცილების გიჟური მიზანი ამოძრავებს კრემლის დამნაშავეებს. ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი ამ ომში ფსონების ასამაღლებლად. დღევანდელი რუსეთი გლობალური საფრთხეა. მხოლოდ ძალას შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა",- წერს ერმაკი. ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)