|
2023-06-05 22:15:54, 1483 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯეიმს კლევერლი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, უკრაინის მოლოდინები ვილნიუსში ნატოს სამიტთან დაკავშირებით. როგორც კლევერლიმ აღნიშნა, უკრაინას დიდი ბრიტანეთის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს. „მაშინ, როდესაც უკრაინა აგრძელებს შეუპოვარ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, მე ჩემი თვალით დავინახე ნამდვილი საშინელება და ის განადგურება, რაც რუსეთმა ამ სუვერენულ სახელმწიფოში განახორციელა“, - აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს ახლახან გამოქვეყნებული გეგმისთვის, რომელიც უკრაინელი მფრინავების მომზადებას ითვალისწინებს. „ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას უწევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)