05:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 12:58:59, 712 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - მონათლო კადიროველებად და დააბრალო, რომ დივერსიული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია

მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ  ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს.

"შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება არ იყოს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის მისაღები ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ეგეთი არ არის შემთხვევა. გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია",- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 3 ივნისს გავრცელდა საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში, სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი წრე იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics