|
2023-06-02 09:48:07, 807 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - მას შემდეგ, რაც უკრაინა კონკრეტულ პირებს დაასანქცირებს, ამ საკითხს საერთაშორისო მეგობრებიც განიხილავენ
მას შემდეგ, რაც უკრაინა დაასანქცირებს კონკრეტულ პირებს, საერთაშორისო მეგობრებიც განიხილავენ ამ საკითხს,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო უკრაინის მიერ ავიაკომპანია Georgian Airways-ის, თამაზ და დავით გაიაშვილებისა და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის დასასანქცირებელთა სიაში შეყვანას. გონჩარენკოს თქმით, სანქცირებულთა სიები უკრაინის პარტნიორებს გადაეცემათ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის და რა ტიპის სანქციები უნდა დაუწესონ. "რა თქმა უნდა, ჩვენ გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას, რომ სანქციების საკითხში სინქრონიზებულად ვიმუშაოთ მას შემდეგ, რაც უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ფიზიკური, თუ იურიდიული პირის შესახებ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რასაკვირველია, განიხილავენ ამ საკითხს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის და რა სახის სანქციები დაუწესონ. ჩვენ სწორედ ახლა ვცდილობთ პარტნიორებთან სიების სინქრონიზებას",- განაცხადა გონჩარენკომ "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ ივნისს, უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, სიაში შეყვანილია ასევე პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)