|
2023-06-01 18:17:46, 940 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ზელენსკიზე - საქართველოს მიმართ უნამუსოდ უსამართლო დამოკიდებულება აქვს
არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, მეორე სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებებს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველ პარტიას აქვს ფიქრის საფუძველი, რომ ზელენსკის დამოკიდებულება არის მიკერძოებული, რომელიც მიმართულია ოპოზიციის მხარდასაჭერად, ამის მიზანი კი, საქართველოს ომში ჩართვაა. "მონობა რაში დაინახა, რას გულისხმობს? არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს. ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში", - ასე გამოეხმაურა ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)