|
2023-06-01 15:06:52, 870 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში - როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში [ვიდეო]
ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში - როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაპყრობაც რუსეთს სურს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. "ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაპყრობაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა - ან ღია ომი ან მცოცავი ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში - როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში. უკრაინელებს, რომლებიც აჩვენებენ მათ ერთგულებას თავისუფლების მიმართ, ერთიან ევროპულ ღირებულებებს თავიანთი სისხლით იცავენ, ჯერ კიდეც არ მიუღიათ მკაფიო პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. მათი იმედები ილუზორული ხდება - იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, მოლდოვა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტს მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პირადი მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ბოლო დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ დასტურდებოდა. სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. მთავრობის მეთაური მოლდოვაში გუშინ, 31 მაისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)