|
2023-06-01 12:24:35, 830 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მოვისმინე, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს შეწყალებისთვის - არ მგონია სწორი მიდგომა
მოვისმინე, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს შეწყალებისთვის, არ მგონია სწორი მიდგომა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ადამიანი სავაჭრო ობიექტი არ არის. "ამ საკითხის ასე დაკავშირება არის მიუღებელი ჩემთვის, ეს არის სწორედ არაევროპული და პირიქით, დისკრედიტაციას უწევს, როგორც ჩვენს ქვეყანას ისე ევროპასაც, როდესაც ხდება ერთი ადამიანის, ხან მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი, მსჯავრდადებულის დაკავშირება ევროპულ პერსპექტივასთან. მათ შორის მოვისმინე გუშინ კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის. ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, ეს არ შეიძლება ასე და მიკვირს, ოპოზიციიდან რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა ამაზე მსგავსი სახის კომენტარი, რა გამოდის, ტყვეებით ვაჭრობაა, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს რაც უნდა მიზანს ემსახურებოდეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო არ მგონია, რომ იყოს სწორი მიდგომა და არ მგონია, რომ პრეზიდენტი ასე უყურებდეს ამ საკითხს, ვინაიდან გამოდის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რომელიც შეიძლება დადგეს, ან არ დადგეს .. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს და ინდივიდებს მათი ციხეში ყოფნა არ ყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რაც არ უნდა მიზანზე იყოს, ამიტომ მე ამ განმარტებებს და ინტერპრეტაციებს, რომელიც მოვისმინე ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებისგან კატეგორიულად გამოვრიცხავ საქართველოს პრეზიდენტს არ მგონია ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს",- განაცხადა პაპაუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)