|
2023-06-01 11:22:38, 730 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი". მისი თქმით, ისეთი მდგომარეობა, როგორიც საქართველოს აქვს, არ აქვს არცერთ ევროპულ ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს მეზობელია რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ორი რეგიონი. "ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან და ძალიან ხშირად მსმენია, რომ თქვენ არავინ არ გთხოვთ სანქციების დაწესებას და ამაზე არ არის საუბარი, თუმცა დემარშის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ასე გამოდის, რომ ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაწესებას. აქ დგას ის მომენტი, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა - ესმით კარგად ჩვენს პარტნიორებს ის განსაკუთრებული მდგომარეობა, ხაზს ვუსვამ ამას, რადგან ასეთი მდგომარეობა, რაც აქვს საქართველოს, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს. საქართველო არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, საქართველოს ჰყავს მეზობელი რუსეთი და მეზობელ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და მეზობელი რუსეთის სამხედრო ძალები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)