|
2023-06-01 11:08:49, 1055 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის თქმით, სამიდტზე ბევრი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. "ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ვავითარებთ მებრძოლთა კოალიციას და ვთავაზობთ „პატრიოტთა“ კოალიციას. ევროკავშირი, ნატო, მშვიდობის ფორმულა. ყველაფერი ჩვენი მომავლის დასაცავად",- წერს ზელენსკი. ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტის პირადი მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ბოლო დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ დასტურდებოდა. შეგახსენებთ, რომ სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. ის სამიტზე გუშინ, 31 მაისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებშიც მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)