|
2023-06-01 10:32:35, 1216 ნახვა
სამართალი
საბაჟო საზღვარზე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43 676 ლარი შეადგინა. "აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7-წლამდე ვადით. კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ამოღებული ოქროს ნაკეთობები, დაექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)