08:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 20:06:02, 1014 ნახვა

პოლიტიკა
კუბილიუსი - ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც საქართველოს მთავრობას უჭირავს

ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრეი კუბილიუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა  პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

"ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე. მან განაცხადა, რომ რუსეთის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყო მან ომი და შესაბამისად, მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება. საქართველო მუდმივად ითხოვდა NATO-ს წევრობას და შესაბამისად, ძალიან გამიკვირდა, უცნაური იყო მისი ასეთი განცხადება.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის პოზიციას", - განაცხადა კუბილიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics