22:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 12:42:10, 751 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, იმ სერვისებზე იმსჯელეს, რასაც საქართველო ჰემოფილიის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სთავაზობს. 

"აღინიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სრულად და თანაგადახდის გარეშე ხდება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე საჭირო ამბულატორიული და სტაციონარულ მომსახურებები. 

მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა ჰემოფილიის დაავადების მართვაში და ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. 

შეხვედრას ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორი, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics