11:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 23:06:43, 937 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. 

პარტიის ცნობით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

"სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით:

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით;

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას;

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავს მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და „სახალხო ალიანსს“ გამარჯვებას და მიაჩნია, რომ მათი გამარჯვება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია", - ნათქვია "ქართული ოცნების" განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics