|
2023-05-29 11:43:35, 1038 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის შსს-მ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.. მედიის ცნობით, სენატორის ძებნილთა სიაში შეყვანის ბრძანება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა მას შემდეგ გასცა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სენატორი ამბობდა, რომ "აშშ-ს საუკეთესოდ დახარჯული ფული" არის ის დახმარება, რომლის შედეგადაც "რუსები იხოცებიან".
"1955 წლის 9 ივლისს დაბადებული ამერიკელი გრეჰემ ლინდსი ოლინი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით",- ნათქვამია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში. ამასთან, როგორც მოგვიანებით გამოცემა Reuters-მა გაარკვია, სენატორის სიტყვები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ იყო და სინამდვილეში ის ამბობდა, რომ "აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისთვის არის ვაშინგტონის მიერ საუკეთესოდ დახარჯული ფული".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)