00:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 11:28:09, 1008 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზრდება - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცვლილებას მხარი დაუჭირა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 -დან 11-მდე გაიზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში" შედის.

ცვლილებებს დღეს მხარი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაუჭირა.

როგორც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებით სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა აქვთ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ემატება.

რაც შეეხება კანდიდატების არჩევის წესს, ამასთან დაკავშირებით პროცედურები არ იცვლება.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ტექნიკური ხასიათის ცვლილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც" განხორციელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics