12:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 14:46:08, 820 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ქვეყნის დეოკუპაცია და გაერთიანება მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ

როგორც ბიბლიაში არის დაწერილი - უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო,დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას აქვს მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა.

„ეხლა რაც შეეხება რუსეთთან ასე ვთქვათ ურთიერთობას და ჩვენს პოლიტიკას. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წელია ჩვენ არავითარი პოლიტიკური ასე ვთქვათ, წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ. ვთქვით, რომ  ჩვენ ვაჭრობას ეკონომიკას აღვადგენთ და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკის, მშვიდობიანი ასე ვთქვათ პოლიტიკა. მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო. ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მოთმინება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics