|
2023-05-25 17:39:23, 932 ნახვა
საზოგადოება
ლევან კაკავა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კომისრის თანაშემწის მოადგილეს, კლინტ ლემს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბაჟო ადმინისტრაციები, ასეთი მაღალი დონის შეხვედრას მართავენ. "შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობებისა და საბაჟო ადმინისტრაციის შემდგომი ინსტიტუციონალური გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში გაიმართა და მას, ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე",- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)