19:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 09:23:46, 1494 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა

F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ცაზე ახალი და მძლავრი თვითმფრინავებით ფრენა შეძლონ.

„დღეს გავმართე შტაბის პირველი სხდომა მნიშვნელოვანი ვიზიტის, შეხვედრისა და გადაწყვეტილებების შემდეგ - თავდაცვის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებზეც საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ და ახლა ვიღებთ პარტნიორებთან თანამშრომლობით. პირველ რიგში, ეს ეხება საავიაციო კოალიციას.

ნათელია, რომ ეს გლობალური ნაბიჯი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოვოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან მხოლოდ ძლიერი თვითმფრინავებით ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულყოფილი. პირველი უკრაინული F-16 იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი ამ ომს საკუთარი აგრესიის გამო წააგებს. ის უფრო სუსტი და კიდევ უფრო იზოლირებული გახდება. ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსული ტერორი დამარცხდა და ჩვენი სამყარო, რომელიც დაფუძნებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების პატივისცემაზე, გადარჩა“,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა.ზელენსკიმ შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გასულ კვირას ასევე იმყოფებოდა იაპონიაში, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics