16:34 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 00:29:43, 827 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - როდესაც 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ოპოზიციას შევთავაზეთ მუშაობის ფორმატები, მათი ნაწილისგან მაშინვე უარი მივიღეთ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ „ოპოზიციის ქმედებები, დიდი ნაწილის ყოველ შემთხვევაში, თავიდანვე ცხადი იყო, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ეს იყო შარშან, ივლისის დასაწყისში, როგორც კი მივიღეთ რეკომენდაციები, შევთავაზეთ მუშაობის ფორმატები. ოპოზიციის ნაწილისგან მაშინვე მივიღეთ უარი, რომ ისინი არ ჩაერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფებში და ამაში ჩანს სიყალბე მათი სურვილის“

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ოპოზიციიდან ძალიან ცოტამ მოახერხა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი სიყალბე სწორედ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროსაც.

მისივე თქმით, ოპოზიციას ერთადერთი რამისთვის სჭირდება კანდიდატის სტატუსი, რამენაირად ეს საკითხი გამოიყენონ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და საზოგადოებაში ხმაურის შესაქმნელად.

„აპელირება იმაზე, რომ მათ [ოპოზიციას] სურთ ევროკავშირში წევრობა და ადარდებთ ეს საკითხი და კანდიდატის სტატუსი იქვე გამოჩნდა სიყალბე ამ ყველაფრის იმიტომ, რომ როგორ შეიძლება გულწრფელად გინდოდეს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდე. მარტივი რამ იყო გასაკეთებელი, ამას ითხოვდა ევროკავშირი ჩვენგან, რომ ერთად გვემუშავა იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს. სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ძალიან ცოტამ მოახერხა და ძალიან კარგად გამოჩნდა კიდევ ერთხელ ეს მათი სიყალბე სწორედ ამ არჩევის დროს, როდესაც ჩვენ ვირჩევდით საბჭოს წევრებს. ისინი იმდენად გაღიზიანდნენ, როცა შესაძლებლობა დაინახეს, რომ შესაძლოა ეს რეკომენდაციაც შეესრულებინა საქართველოს, დატოვეს დარბაზი და მაქსიმალურად ეცადნენ, ჩაეშალათ კენჭისყრა. ეს არის პასუხი რეკომენდაციების შესრულებაზე, ეს არის პასუხი იმ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას ქვეყნისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გაგრძელებას და ევროკავშირში წევრობას. ფაქტია, კარგად ჩანს მათი განწყობები და სურვილები. მათ ერთადერთი რამისთვის სჭირდებათ კანდიდატის სტატუსი, რამენაირად ეს საკითხი გამოიყენონ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და საზოგადოებაში არა გაერთიანებისთვის, არამედ პირიქით, მეტი გაყოფის და მეტი ხმაურის შესაქმნელად და ქვეყნის დასაზიანებლად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics