|
2023-05-24 22:30:04, 1157 ნახვა
მსოფლიო
ორბანმა განაცხადა რომ უნგრეთის განზრახვა აქვს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აპირებს შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, იუწყება Bloomberg. ყატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მან თქვა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყატართან გაზის მიწოდებაზე. ორბანმა დააზუსტა, რომ ახლა უნგრეთი რუსეთიდან გაზის დაახლოებით ნახევარს მილსადენებით იღებს. ამ მიწოდებებზე გაფორმებულია გრძელვადიანი კონტრაქტები. თუმცა ქვეყანა სხვა პარტნიორებსაც ეძებს. მან ხაზი გაუსვა ყატარის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის. „კატარის მარაგების გარეშე, გასულ ზამთარს უბედურებაში ვიქნებოდით“, - თქვა ორბანმა. მისი თქმით, ყატარიდან უნგრეთში გაზის მიწოდება შესაძლოა 2026 წლისთვის დაიწყოს. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი აპირებს განავითაროს თანამშრომლობა ყატართან სხვა სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, IT ინდუსტრია და უსაფრთხოების საკითხებში. უნგრეთი ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც კონტაქტები შეინარჩუნა მოსკოვთან და მის მოკავშირეებთან. 11 აპრილს მან გაახანგრძლივა შეთანხმება მოსკოვთან თურქული ნაკადის მეშვეობით გაზის დამატებითი მიწოდების შესახებ. ბუდაპეშტს ევროკავშირის სხვა ქვეყნები ადანაშაულებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მცდელობაში და მოსკოვის თანაგრძნობაში. ორბანის მთავრობა აცხადებს, რომ მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)