|
2023-05-23 17:04:20, 802 ნახვა
საზოგადოება
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა. ღონისძიებას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია გმირების შესახებ. გენო ადამია იყო ღირსეული კაცი, გენერალ-მაიორი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგაც აგრძელებდა ბრძოლას 23-ე ბრიგადასთან ერთად. ის გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხდი გმირების წინაშე. ჩვენს შვილებს კარგად უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. როგორი ადამიანები იყვნენ ისინი და როგორ იცავდნენ სამშობლოს ღირსებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. გენო ადამიამ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და განაგრძო აფხაზი სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის, 28 სექტემბერს გმირულად დაეცა კელასურის ხიდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)