|
2023-05-23 16:35:53, 1199 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბელგოროდში 70-ზე მეტი „უკრაინელი ტერორისტი“ გაანადგურეს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე "შეჭრილი 70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი" გაანადგურეს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ამასთან ერთად, 4 ჯავშანტექნიკა და 5 პიკაპი განადგურდა. "კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ნაციონალისტური ფორმირებები დაბლოკეს და დაამარცხეს საჰაერო დარტყმებით, საარტილერიო ცეცხლით და დასავლეთ სამხედრო ოლქის სახელმწიფო საზღვრის დამცავი ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებებით“,- განაცხადა თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)