|
2023-05-23 11:16:19, 702 ნახვა
საზოგადოება
მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისთვის ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ჩატარდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა და მარნებისთვის ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ჩატარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ტრენინგებზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან: სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სამართლებრივი ჩარჩო; სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია; მევენახეობა და ვენახების კადასტრი; რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება; არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია; ხარისხის კონტროლი; სერტიფიცირების ეტაპები, ლაბორატორია, ეტიკეტირება; სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში. "ტრენინგები მოიცავს სრულიად საქართველოს რეგიონებს და მასზე დასწრება უფასოა. ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება 1 ივნისიდან 31 ივლისამდე, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში. რეგისტრაცია მოხდება ონლაინ (https://wine.gov.ge/Ge/Trainings), ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. თითოეულ ტრენინგს დაესწრება არაუმეტეს 40 მონაწილე. ტრენინგების მხარდამჭერები ასევე არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები. ტრეინინგის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელების, დარგობრივი ასოციაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)