05:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 09:43:46, 1333 ნახვა

მსოფლიო
მედია - ბელგოროდში FSB-სა და შსს-ს შენობებს დაარტყეს [ვიდეო]

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა (FSB) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებს დაარტყეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა ონლაინ გამოცემა SOTA-მ და რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Readovka-მ გაავრცელეს.

SOTA-ს ცნობით, თავდასხმები სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა დაადასტურა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

როგორც SOTA წერს, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე. 

შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა  "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics