18:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 21:43:13, 750 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - გვსურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის დეკემბერში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს დაუსახელა 12 პრიორიტეტი, რომელთა შესრულებაშიც საქართველოს მხრიდან წინსვლა იგრძნობა, მაგრამ მათ სურთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს.

„ჩვენ საქართველოს დავუსახელეთ 12 პრიორიტეტი და გვსურს, დავინახოთ მნიშვნელოვანი წინსვლა ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ამჟამად, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. ქვეყანამ ზოგიერთი რეკომენდაცია შეასრულა, ზოგის შემთხვევაში, გვსურს, ვიხილოთ მნიშვნელოვანი წინსვლა“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics