|
2023-05-22 18:34:21, 770 ნახვა
საზოგადოება
ხონში, ცოფის დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
ხონში ცოფის დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა, - ამის შესახებ ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა. ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ძაღლს, რომელმაც ხონში 3 ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ძალღთან კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდებს. "ხონის მუნიციპალიტეტში, "ყავის სახლი"- ს მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) მოძრაობდა შავი ფერის ძაღლი, რომელმაც დაკბინა სამი ბავშვი მიმდინარე წლის 18 მაისს. 22 მაისს დამკბენ ცხოველს პირველადი კვლევით დაუდასტურდა ცოფი, ძაღლი დაეცა (მკვდარია). თუ ვინმეს გქონდათ კონტაქტი მსგავს ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)