|
2023-05-22 15:47:15, 748 ნახვა
საზოგადოება
ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ძაღლს, რომელმაც 3 ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა
ძაღლს, რომელმაც ხონში 3 ბავშვი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ძალღთან კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდებს. "ხონის მუნიციპალიტეტში, "ყავის სახლი"- ს მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) მოძრაობდა შავი ფერის ძაღლი, რომელმაც დაკბინა სამი ბავშვი მიმდინარე წლის 18 მაისს. 22 მაისს დამკბენ ცხოველს პირველადი კვლევით დაუდასტურდა ცოფი, ძაღლი დაეცა (მკვდარია). თუ ვინმეს გქონდათ კონტაქტი მსგავს ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას",- აღნიშნულია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ მანამდე ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)