|
2023-05-22 11:42:24, 1152 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში, არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ მოიპოვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც Reuters-ი წერს, ამ დროისთვის ხმების უმეტესობა დათვლილია, მათგან 40,8% მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატია“ მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტია „სირიზამ“ კი, ამომრჩეველთა ხმების 20,1%-ის მოპოვება შეძლო. მედიის ცნობით, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიებს - „ახალ დემოკრატიას“, „სირიზასა“ და სოციალისტურ „პასოკს“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სამდღიან ვადას მისცემს. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი მათგანი კოალიციის შექმნას ვერ მოახერხებს, საკელაროპულო დანიშნავს დროებით მთავრობას, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ ახალ არჩევნებს მოამზადებს. ცნობისთვის, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)