05:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 10:37:39, 981 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვაში EU-ში ინტეგრაციისკენ მოწოდებებით მასობრივი აქცია გაიმართა - მოქალაქეებს სიტყვით მაია სანდუმ მიმართა [ვიდეო]

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მასობრივი აქცია გაიმართა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლების მხარდასაჭერად დედაქალაქში ათიათასობით მოლდოველი შეიკრიბა.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ. მან რუსეთი ანტისამთავრობო პროტესტისა და პროპაგანდის გაღვივებით, მოლდოვის ევროინტეგრაციის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.

„მოლდოველები ევროპელები არიან და შვიდ წელიწადში ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. ჩვენ, ამ ქვეყნის ხალხმა ახლა გადავწყვიტეთ, რომ მოლდოვამ თავი ასწიოს და ამაყად წავიდეს წინ ევროკავშირისკენ“,- თქვა სანდუმ.

აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიმართა და აღნიშნა, რომ მოლდოვა ევროინტეგრაციისთვის მზად არის.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics