20:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 13:53:30, 909 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია -არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას

"არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას, ეს არ არის სასამართლო", - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გავრცელებულ განცხადებაში დაწერა.

"დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!" - წერს ხოშტარია. 

გუშინ თელავში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ხოშტარია პოლიციის შენობასთან დააკავეს. პარტიის განცხადებით, ელენე ხოშტარია თელავის პოლიციასთან ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics