05:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 16:12:56, 905 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ვიზიტის მიზანი უკრაინის სამშვიდობო ფორმულის წარდგენა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და ყველა  უკანონოდ დეპორტირებულის უკრაინაში დაბრუნებაა.

"ჩავედი საუდის არაბეთში. ვისაუბრებ არაბული ლიგის სამიტზე, შევხვდები მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდს და გავმართავ სხვა ორმხრივ მოლაპარაკებებს.

ჩვენი პრიორიტეტებია ყირიმის და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ყველა პოლიტპატიმრის, პატიმრისა და უკანონოდ დეპორტირებულის დაბრუნება, ჩვენი სამშვიდობო ფორმულის წარდგენა, რომლის განხორციელებაშიც უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, შემდგომში ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია.

კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინის მუსლიმური თემის დაცვაა. ჩვენთან ერთად არის მუსტაფა ძემილევი, ყირიმელი თათრების ლიდერი. ყირიმი იყო პირველი, ვინც დაზარალდა რუსული ოკუპაციისგან და მათი უმეტესობა, ვინც ოკუპირებულ ყირიმში რეპრესიებს ექვემდებარება, მუსლიმები არიან",- წერს ზელენსკი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics