05:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 09:38:06, 942 ნახვა

მსოფლიო
აშშ-სა და მოლდოვას შორის „ღია ცის შეთანხმება“ გაფორმდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მოლდოვას შორის საჰაერო ტრანსპორტისთვის „ღია ცის შეთანხმება“ გაფორმდა. დოკუმენტს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი უკვე მოაწერეს.

დოკუმენტი ფრენების შეუზღუდავ მოცულობასა და სიხშირეს, მარშრუტების გახსნის უფლებებს, ჩარტერული ფრენების ლიბერალურ რეჟიმს და ღია კოდის გაზიარების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„მოლდოვასთან შეთანხმება გააფართოებს ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ და კომერციულ პარტნიორობას, ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური კავშირების განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics