|
2023-05-19 09:08:49, 1041 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - ზელენსკი G7-ის სამიტს პირადად დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გაემგზავრება, რათა "დიდი შვიდეულის" სამიტს პირადად დაესწროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზელენსკი იაპონიაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრება, მანამდე კი ის საუდის არაბეთში ჩავა, სადაც არაბული სახელმწიფოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მანამდე იაპონიის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ზელენსკი სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ კვირას, 21 მაისს, სამიტს უკრაინის სესია დაემატა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპაში ტური განახორციელა. კერძოდ, ის რომსა და ვატიკანში იმყოფებოდა, შემდეგ ცნობილი გახდა მისი გერმანიასა და საფრანგეთში ჩასვლის შესახებ. ზელენსკი ასევე ვიზტით დიდ ბრიტანეთშიც იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)