|
2023-05-18 23:28:57, 909 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ნატო-ს გენერალური მდივანის პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა სურვილი გამოთქვა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს მას შემდეგ, რაც ამჟამინდელ მდივანს, იენს სტოლტენბერგს პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება. როგორც ბენ უოლესმა განაცხადა, ნატო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის მოხარული იქნება თუ ამ თანამდებობით უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილს შეიტანს. „ნატო-ს გენერალური მდივნობა ფანტასტიკური სამუშაო იქნებოდა, ხოლო ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვიქნები, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მშვიდად ძილის გარანტია მოგცეთ“, - განაცხადა უოლესმა. შეგახსენებთ, ნატო-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, თანამდებობაზე 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან იმყოფება, უფლებამოსილების ვადა მას გასულ წელს ამოეწურა, მაგრამ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)