|
2023-05-18 20:45:49, 776 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ზურაბიშვილზე - კითხვის ნიშნების არსებობა გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის შიგნით ხანდახან გაუგებარ განცხადებებს აკეთებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით
ეს ერთგვარი წუხილი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სალომე ზურაბიშვილი ხანდახან ქვეყნის შიგნით, შიდა აუდიტორიისთვის აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენთვის ზოგჯერ გაუგებარი, ზოგჯერ კი მიუღებელიცაა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. სამხარაძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, თუ რამდენად არის შესაძლებელი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული ინტერესები ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააზიანოს. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს შიში, ზურაბიშვილის მიერ ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს დააზიანებს. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, კითხვის ნიშნები არსებობს იმის გამო, რომ ზურაბიშვილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ქართული აუდიტორიისთვის გაუგებარ განცხადებებს აკეთებს. „არ მსმენია, რომ მას ასეთი განცხადება ქვეყნის გარეთ გაეკეთებინოს და დიდი იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს. თუმცა, კითხვის ნიშნები რომ არსებობს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის შიგნით ხანდახან გაუგებარ განცხადებებს აკეთებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, პარლამენტის მისამართით, რომელიც ბოლო ერთი წელია, თითქმის ყოველდღიურად მუშაობს იმ თემებზე, რომლებიც 12 პუნქტის შესრულებას ეხება. ასე რომ, ჩემთვის ერთის მხრივ შეურაცხმყოფელიც არის, როდესაც პრეზიდენტი ასე მოიხსენიებს პარლამენტის მიერ გაწეულ სამუშაოს და ვისურვებდი, რომ ის ბევრად უფრო კონსტრუქციული იყოს ამ მიმართულებით და დააფასოს ის შრომა, რომელსაც პარლამენტი სწევს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სამხარაძემ. მან ასევე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, მთავრობისგან ამ დრომდე არ მიუღია თანხმობა. „ეს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა, ყველა წინა შემთხვევაში, როცა მას ეს მოთხოვნა ჰქონდა გაგზავნილი, მთავრობამ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა. წინა შემთხვევაშიც, თუ გახსოვთ ასე მოხდა, როცა მას დაგეგმილი ჰქონდა ევროპარლამენტში ვიზიტი და სიტყვით გამოსვლა, მაშინ მთავრობამ მყისიერად გასცა თანხმობა, თუმცა მერე თვითონვე არ წავიდა. ეს კითხვა ალბათ უფრო მთავრობის ადმინისტრაციას უნდა დაუსვათ, თუმცა, მე არ მახსოვს, როდესმე მისთვის საზღვარგარეთ ვიზიტი აეკრძალოთ.“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)