|
2023-05-18 17:34:46, 932 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება. 2023 წელს, საქართველოს პარლამენტმა, მიიღო ორი კანონპროექტი და აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ჩამოყალიბდა პარამედიკოსის პროფესიის საკანონმდებლო საფუძველი. გაიზარდა პარამედიკოსის, როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმწოდებელი რგოლის მნიშვნელობა, - აღნიშნა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეფექტური გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის, დაიწყო მოტომედიკოსის პროექტის განხორციელებაც. „შესაბამისად აღჭურვილი მოტო ტრანსპორტი შესყიდულია. ტრანსპორტი დაკომპლექტებულია გადამზადებული ექიმებითა და პარამედიკოსებით. სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად ხორციელდება გამოძახებაზე გასვლა და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, როგორც სეზონურად, საკურორტო ზონებში, ისე - დედაქალაქში“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა, პარამედიკოსის სპეციალიზაციის არსებულ კურსებზეც ისაუბრა. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მსურველებს, სთავაზობს პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსის გავლას, პარამედიკოსად დასაქმების მყარ გარანტიებს და ადეკვატურ სახელფასო ანაზღაურებას. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენონ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებიც, ამჟამად, იმყოფებიან პროფესიის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)