|
2023-05-18 16:44:06, 733 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
საქართველოში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ. "ისრაელის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს შსს პოლიციის აკადემია, დაათვალიერეს აკადემიის ბაზა და სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ. სტუმრები ასევე, ეწვივნენ სსიპ-საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს. დანაყოფებში სტუმრობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისრაელის დელეგაციის წევრებს ადგილზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკის შესახებ. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისარმა, დელეგაციის წევრებთან ერთად პირველი შეხვედრა, შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)