|
2023-05-18 16:43:45, 652 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ქვეყანაში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია
ქვეყანაში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია, შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვნები. “აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა და განვითარება. ბავშვების ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად აგრძელებენ მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს შშმ პირთა დიდი ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით. ამჟამად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარებს დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)