07:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 22:37:10, 1198 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - გვსურს გაერთიანება იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიულ ღირებულებები და ფუნდამენტური პრინციპები დავიცვათ

ჩვენი გზავნილია, რომ გვსურს ყველას გაერთიანება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ცივილიზებული სამყაროს დემოკრატიული ღირებულებებისა და ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად იბრძვის, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად იყვნენ და უკრაინას ამის რეალიზებაში დაეხმარნონ.

„ვიცით, რომ უკრაინელები იბრძვიან ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ჩვენი ფუნდამენტური პრინციპებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დავადასტუროთ ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს და ხვალ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ყველგან ევროპაში“, - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics