|
2023-05-16 18:54:51, 766 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, 2023-2024 სასწავლო წლისთვის დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა პირველ კლასში გააგრძელონ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. როგორც მათ მიერ განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. "აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა:
ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
შეგახსენებთ, რომ ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა სკოლაში გააგრძელონ.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)