15:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 22:28:31, 1492 ნახვა

ომი უკრაინაში
ესტონეთის პრეზიდენტი - თუ რუსეთი სასოწარკვეთილი იქნება, შეგნებულად შეუძლია დააჭიროს ღილაკს

უკრაინა ბირთვული საფრთხის წინაშე მაშინ დადგება, თუ პუტინი იგრძნობს, რომ უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცივილიზებული სამყარო მზად უნდა იყოს და ჰქონდეს სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ბირთვული იარაყის გამოყენებას გადაწყვეტს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ყოველ შემთხვევაში, მოვიფიქროთ, რას მოვიმოქმედებთ ასეთ შემთხვევაში. თუ რუსეთი სასოწარკვეთილი იქნება, მაშინ, ვერ ვიტყოდი, რომ შემთხვევით, მაგრამ სრულიად შეგნებულად მათ შეუძლიათ, დააჭირონ ღილაკს, თუმცა ეს არც ისე მარტივია. ეს ასე არ არის, რომ გქონდეს ღილაკი, რომელთანაც შეგიძლია, უბრალოდ მიხვიდე და დააჭირო ხელი, არსებობს გარკვეული პროცედურები“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics