15:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 16:54:51, 1456 ნახვა

ომი უკრაინაში
კალასი - რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან

რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უკრაინის დახმარება, იქამდე, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მისი გამარჯვება შეუძლებელია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში ჩინეთს დიდი როლი აკისრია და მნიშვნელოვანია, რომ ის ცივილიზებული სამყაროს გვერდით დადგეს.

„ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ.

აქ არის ერთი აგრესორი და მსხვერპლი. ამ ყველაფრის გაურკვევლობად ქცევა ვიღაცის ინტერესში შედის, მაგრამ, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩინეთი ჩვენს მხარეს იქნება და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics