07:17 - 26 Jun, 2026
|
2023-05-15 16:26:10, 915 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს
მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს. ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა. როგორც იგორ გროსუ აცხადებს, მოლდოვა მზადაა დაამტკიცოს, რომ კეთილდღეობა, დემოკრატია და უკეთესი მომავალი სურს, აქედან გამომდინარე მოლდოვა აგრესორ ქვეყანასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე ვეღარ დარჩება. „მზად ვართ, დავშორდეთ ბოროტების, ომისა და სიღარიბის წყაროს. ოცდაათი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ გვსურს კეთილდღეობა, დემოკრატია და უკეთესი მომავალი. დსთ რუსეთის მიერ საბჭოთა ნანგრევებზე შექმნილი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კონტროლია. აღარ შეგვიძლია, აგრესორ ქვეყანასთან მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დავრჩეთ“, – განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)