15:42 - 27 Jun, 2026
|
2023-05-15 14:14:53, 1825 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ავდიივკა დაბომბა - დაღუპულია 4 ადამიანი
რუსებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი ბარაბაშზე დაყრდნობით ავრცელებს. ბარაბაში დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს. „ავდიივკაზე ავიაიერიშის შედეგად დღეს დილით ოთხი შუახნის ადამიანი (ყველა სამოქალაქო პირი) დაიღუპა. რაკეტის დარტყმის დროს ადამიანები იმყოფებოდნენ თავშესაფარში, რომელიც რკინიგზის საავადმყოფოში იყო მოწყობილი. ეს არის წინასწარი ინფორმაცია. სამწუხაროდ, შესაძლოა, მეტი მსხვერპლი იყოს“,- განაცხადა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ქალი და 2 მამაკაცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)