07:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 10:28:29, 688 ნახვა

მსოფლიო
ქილიჩდაროღლუ - არჩევნების მეორე ტურში გავიმარჯვებთ

ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში,- ამის შესახებ თურქეთში, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა.

ქილიჩდაროღლუ მოქმედი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და და თქვა, რომ "არჩევნებს აივანზე ვერ მოიგებ".

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში. არავინ უნდა იყოს აღტაცებული შესრულებული საქმით. არჩევნებს აივანზე ვერ მოიგებ“,- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ერდოღანმაც. პრეზიდენტობის კანდიდატმა ანკარაში შეკრებილ მხარდამჭერებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა პარტიის შენობის აივნიდან გადაუხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცეების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ.

არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics