|
2023-05-13 16:39:36, 749 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს „ღვინის კლუბის ორგანიზებით“ გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) და ასოციაციის ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI) მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ახალი ჯიშების გაცნობას, საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარებას. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ახალი ღვინის ფესტივალი“, ტრადიციულად, მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ფესტივალში 100 ღვინის კომპანია და 128 საოჯახო მარანი, ასევე ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ, მათ შორის, როგორც უკვე ცნობილი, ასევე ახალი მარნები ახალი ღვინოებითა და კონცეფციებით. ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2022 წლის მოსავლის ღვინოები დააგენოვნებინეს. „ახალი ღვინის ფესტივალი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ გახსნეს. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. „ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის, ასევე, ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. მეღვინეობის დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებით და პროგრამებით ახორციელებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. „ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან ტარდება და მისი მასშტაბი ყოველ წელს იზრდება. ტრადიციულად, ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და ღვინის მწერლები სტუმრობენ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის გეგმავენ ვიზიტს საქართველოში.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)